ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"საქართველო ძუძუს ჯანმრთელობის დღეს" აღნიშნავს
14/10/2010


მედია ანონსი

14 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
+99593260609
maiko@publicity.ge


საქართველო "ძუძუს ჯანმრთელობის დღეს" აღნიშნავს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 ოქტომბერი, 2010 - 15 ოქტომბერს,12-30 საათზე, კონოთეატრ ამირანში, ევროპა დონა-ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ძუძუს ჯანმრთელობის დღეს " აღნიშნავს. რომელიც ყოველ წლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანაში აღნიშნიშნება.

ღონისძიების მიზანია  საზოგადოებამ გაამახვილოს ყურადღება ზოგადად ძუძუს კიბოს პრობლემაზე, გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ , მოხდეს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა. 

ევროპა დონას მიერ დაწესებულმა ღონისძიებამ,კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება.

"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" თანაორგანიზატორია საქართველოს სკრინინგ ცენტრი და ევროპა დონა საქართველო. პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭო.

სპონსორები არიან: კომპანია ჰოფმან ლა როში, ასტრაზენეკა, სავაჭრო ქსელი ჯიმარტი, კინოთეატრი ამირანი.

მედია მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია ფაბლისითი ჯგუფი

წაკითხულია: 2754